Sunday, June 1, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია.

     ტრეინინგის მეცხრე დღეს გავაკეთ პრეზენტაცია და მივიღეთ როგორც დადებითი ისე კონსტრუქციული რჩევები.მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები. მთლიანობაში მოვახდინეთ ჩვენი ტრეინინგის შეფასება.აღსანიშნავია რომ ტრეინინგი იყო საკმაოდ პროდუქტიული.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლალის. სასიამოვნო და კომფორტული იყო მასთან მუშაობა.

Saturday, May 31, 2014

მერვე დღის რეფლექსია

   ტრეინინგის მერვე დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. ბოლომდე შევავსეთ სასწავლო გეგმა.ჩეკ ლისტით გადავაკონტროლეთ საკუთარი პორტფოლიო,გავასწორეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.

Sunday, May 25, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრეინინგის მეშვიდე დღეს ინტელის ბიბლიოთეკიდან მოვიძიეთ შეფასების რუბრიკები,ჩამოვტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში,გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.გავაგრძელეთ მუშაობა საკუთარი გეგმის პროექტის შაბლონზე.

Saturday, May 24, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

    ტრეინინგის მეექვსე დღე დავიწყეთ მეხუთე დღის რეფლექსიის გაკეთებით, რადგან მეხუთე მეცადინეობის ბოლო წუთებში დენი გაითიშა და შევწყვიტეთ მუშაობა.გავიმეორეთ გავლილი მასალა.ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა "გუგლ-დრაივზე'',გამოქვეყნება და განთავსება ბლოგზე.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,ავტვირთეთ ''გუგლდრაივზე''გამოვაქვეყნეთ და განვათავსეთ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი




   მოსწავლის პრეზენტაცია



პორტფოლიოს პრეზენტაცია

პრეზენტაციის სანახავად დააწკაპეთ აქ 

Friday, May 23, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

         ტრეინინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ ზოგადად პრეზენტაციები. უნდა გაგვეკეთებინა მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაცია,მაგრამ რადგანაც შუქი გამოირთო შევადგინე პრეზენტაცია ჩემი პორტფოლიოსთვის.

Sunday, May 18, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია



               ტრეინინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა, გვერდების ჩამატება ,სურათების გამოქვეყნება .
           გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას და შევქმენით ჩვენი პროექტისათვის მიმართულების მიმცემი საკანძო კითხვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



ზოგადი კითხვა:

  • რა გავლენას ახდენს ბიზნესი ადამიანის ცხოვრებაზე?

თემატური კითხვა

  • რისთვის არის საჭირო ბიზნეს -გეგმა?

შინაარსობრივი კითხვები:

  • როგორი უნდა იყოს ბიზნეს-გეგმა?
  • რა თვისებებს უნდა ფლობდეს წარმატებული მეწარმე?
  • რა ტიპის და ოდენობის ფინანსური ინვესტიცია გჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად?


Saturday, May 17, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს მუშაობა დავიწყეთ ბლოგის გახსნით,განვიხილეთ მეორე დღის რეფლექსია,შევავსეთ ბროშურები,შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის რამდენიმე პუნქტი,ვიმუშავეთ პროფესიულ სტანდარტზე,პროექტის სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე.

პროექტის სასწავლო ამოცანები

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
მომსახურების ბაზრის ანალიზს
კონკურენტების შეფასებას
მომსახურების დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის შესწავლას
მომსახურების ეკოლოგიურობასა დაუსაფრთხოების უზრუნველყოფას
სარეკლამო ღონისძიებების განხორციელებას

Friday, May 16, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ტრეინინგის მერე დღეს გავიმეორეთ პირველ დღეს გაბლილი მასალა, იდეები განვათავსეთ ბლოგზე,განვიხილეთ იდეები და დავხვეწეთ, ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება

ჩემი პროექტის იდეა


    წარმატებული ბიზნესის დასაწყებად  სტილისტის სპეციალდბის  მოსწავლეები ამ სფეროში  ჩაატარებენ  კვლევას : ბაზრის ანალიზი; კონკურენტების შესწავლა და შეფასება; მარკეტინგის კომუნიკაციებში გარკვევა და იმის ცოდნა თუ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია მცირე ბიზნესს.